ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი 2026 წლის 17 მარტს გამართავს აკად. შოთა ძიძიგურის ხსოვნისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სხვა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2026 წლის 17 თებერვლამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irina.nozadze@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, დოქტორანტი ირინა ნოზაძე
ელ. ფოსტა: irina.nozadze@tsu.ge
თეზისების გაფორმების წესი:
დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ, შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
ავტორის სახელი და გვარი
ავტორის ელფოსტა და მობილურის ნომერი:
თეზისების სათაური
უნივერსიტეტის დასახელება
ფაკულტეტის დასახელება
თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით)
3-5 საკვანძო სიტყვა
ფორმატი — A4
შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა.
თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
- ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- უსდ, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ბოლოს — საკვანძო სიტყვები.